ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მსაჯები რიოში

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველ სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას ჩვენი არბიტრებიც მიიღებენ. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ოლიმპიურ თამაშებზე 48 მსაჯი, მათ შორის ორი ქართველი იმუშავებს - ედიშერ მაჩაიძე და თემურ ყაზარაშვილი. მაჩაიძე სუპერვაიზერი იქნება, ანუ შეხვედრის მსვლელობაში მხოლოდ საპროტესტო ეპიზოდებში, ეგრეთ წოდებული ჩელენჯის დროს ჩაერევა და საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ყაზარაშვილი კი ჩვეულებრივი მსაჯი იქნება, რომელიც უშუალოდ განსჯის შეხვედრებს. ამათ გარდა რიოში იმსაჯებს რუსუდან ხოფერია, რომელიც ბატუტზე ხტომას განსჯის. ასევე ოლიმპიადაზე მოხვედრის დიდი შანსი აქვს ძიუდოს არბიტრს ვლადიმერ ნუცუბიძეს. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსაჯთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ნუცუბიძე მე-9 ადგილზეა, ევროპულ რეიტინგში კი მე-6-ზე.

ოლიმპიადაზე 14 მსაჯი გაემგზავრება - 12 საერთაშორისო რეიტინგით შეირჩევა, ორს - აფრიკისა და ოკეანიის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფედერაცია თავისი კვოტიდან დაამატებს. ევროპას სულ 7 ადგილი აქვს გამოყოფილი და წესით ქართველ არბიტრს ამ შვიდკაცში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს.

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ