ყველა სპორტული სიახლე

ირმა ხეცურიანის წარმატება პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მოადგილე შალვა გოგოლაძე, მოფარიკავე ირმა ხეცურიანს შეხვდნენ და პარაოლიმპიელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

შეხვედრას ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი - არჩილ გოგელია, გენერალური მდივანი დავით სახვაძე, პარალიმპური კომიტეტის გენერალური მდივანი ლევან ოდიშარია, ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე და მოფარიკავეთა ნაკრების  ბიჭები დაესწრნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს 9-11 ოქტომბერს თბილისში გასამართი მსოფლიოს თასის შესახებაც და ტურნირის მნიშვნელობაზე, რომელიც სალიცენზიო იქნება.

უნგრეთის ქალაქ ეგერში პარაოლიმპიელ მოფარიკავეთა შორის გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ფინალში გასვლა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.

"ბ" ჯგუფში მან ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა მოიგო, დაამარცხა რუსი-ნოროვა,უკრაინელი - იერინა, პოლონელი პასეკი, ბელარუსი - კასტიუჩკოვა, ნახევარფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა მოუგო პოლონელ იოანა ჟეპვას 15:6, ნახევარფინალში დაამარცხა პოლონელი პატრისია ჰერეზა და ფინალში ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა უკრაინელ პოზდნიაკთან 13:15.

აღსანიშნავია რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდა 300 მდე სპორტსმენი. უნდა აღინიშნოს ქართველი პარაოლიმპიელი მოფარიკავის რომან აბაშიძის წარმატებაც. მან 16 საუკეთესოში მოსახვედრად სძლია იტალიელ ოლიმპიურ ჩემპიონს პელეგრინს და მოიპოვა სალიცენზიო ქულები.

კალათბურთი, ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ