ყველა სპორტული სიახლე

''დილამ'' და ''ცხინვალმა'' გოლები გაცვალეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებით გამოწვეულ პაუზას კლუბები ამხანაგური მატჩებით ინაზღაურებენ. გორში დღეს ადგილობრივ ''დილასა'' და ''ცხინვალს'' შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მოსულმა გულშემატკივარმა ორი გოლი იხილა. პირველ ტაიმში ანგარიში მახარობლიძემ ლამაზი გოლით გახსნა. მეორე ტაიმში კი ''დილამ'' მაშუკოვის გოლით გაათანაბრა. კახა კაჭარავას პირველ ტაიმში სამი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია, რადგან კაპიტანმა ლევან ჭაფოძემ, რატი ცაცკრიალაშვილმა და დავით ბოლქვაძემ ტრავმები მიიღეს. მეორე ტაიმში მსაჯმა შელაპარაკებისთვის მოედნიდან ''დილას'' კაპიტანი, ლექსო კვახაძე გააძევა. ''ცხინვალის'' შემადგენლობაში ''ზესტაფონისა'' და ''სამტრედიის'' ყოფილმა ნახევარმცველმა, თორნიკე გორგიაშვილმა ითამაშა. მომავალ კვირას გახდება ცნობილი დარჩება თუ არა ის ''ცხინვალში''.

გაგაცნობთ ''დილასა'' და ''ცხინვალის'' შემადგენლობებს:

''დილა'' : შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე, თომაშვილი, კვირკველია, გვალია, პაპავა, კურმაშვილი, სამხარაძე, ილურიძე, მაშუკოვი

შეცვლაზე შევიდნენ : მუჯრიშვილი, კაპანაძე, ლომიძე, მაჭარაშვილი, ძარია, ქარქუზაშვილი

მთავარი მწვრთნელი : უჩა სოსიაშვილი

''ცხინვალი'' : მიგინეიშვილი, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, მახარობლიძე, ქარდავა, ბოლქვაძე, ლობჯანიძე, ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ : ჯაფარიძე, გორგიაშვილი, შულაია, ბურძენაძე, ჟვანია, ჯიშკარიანი, ღვაბერიძე, ბეჭვაია

მთავარი მწვრთნელი : კახა კაჭარავა

გოლები : მახარობლიძე (7), მაშუკოვი (60)

გაძევება : კვახაძე (68)

მატჩის არბიტრი : გიორგი ავაზაშვილი

ვიდეო, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ