ყველა სპორტული სიახლე

ვასილ ლობჟანიძე საფრანგეთის ტოპ 14-ში ითამაშებს

მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 2016-17 წლის სეზონიდან ფრანგული ტოპ 14-ის ბრივის რიგებში იასპარეზებს.

2015 წლის მსოფლიო თასზე ლობჟანიძე არაერთხელ მომხვდარა სიმბოლურ ნაკრებებში. მისი განსაკუთრებული თამაში მსოფლიო რაგბმაც აღნიშნა, როდესაც ახალად დაწესებული ჯილდოს - ‘წლის აღმოჩენის’ ნომინანტად დაასახელა.

„ბედნიერი ვარ, რომ სარაგბო კარიერას საფრანგეთში, ისეთ ძლიერ გუნდში გავაგრძელებ, როგორიც ‘ბრივია’. ადრეც ვამბობდი, რომ ვოცნებობდი კარიერა საზღვარგარეთ კარგ გუნდში გამეგრძელებინა, რათა უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვო, რითაც ჩემის მხრივ იმედი მაქვს წვლილს შევიტან ბორჯღალოსნების მომავალ წარმატებებში“ - განაცხადა ლობჟანიძემ.

წინა კვირას იგი ბრივში სამედიცინო შემოწმებაზე იმყოფებოდა, სადაც წინსაწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ლობჟანიძემ  რაგბის თამაში 11 წლის ასაკში რაგბის კლუბ არმაზში დაიწყო და მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას იცავს. მან საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და 2015 წელს უმცროს ბორჯღალოსანთა რიგებში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის გათამაშებაში გაიმარჯვა. ბორჯღალოსანთა კვართი მან 2015 წლის რაგბი ვეროპისჩემპიონატზე გერმანიის წინააღმდეგ მოირგო და მას შემდეგ 10 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. 2015 წლის მსოფლიო თასზე ითამაშა ბორჯღალოსნების ოთხივე მატჩში.

rugby.ge

რაგბი, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2018 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ