ყველა სპორტული სიახლე

ხოჭოლავა და გადრანი ''შახტართან'' დამარცხდნენ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში ჯაბა კანკავას ''რეიმსმა'' სტუმრად ''ლიონთან'' 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ''რეიმსის'' შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კანკავამ ''რეიმსის'' რიგებში მოედანი ყვითელი ბარათის გარეშე დატოვა. ჯაბამ ყვითელი ბარათი ''ლიონთან'' დაპირისპირებამდე ზედიზედ ოთხ მატჩში მიიღო.

უკრაინის ჩემპიონატის მე-10 ტურში დავით ხოჭოლავასა და გიორგი გადრანის ''ჩერნომორეცი'' სტუმრად ''შახტართან'' 2:0 დამარცხდა. ხოჭოლავამ და გარდრანმა დონეცკელთა წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშეს. ''ჩერნომორეცი'' უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში 4 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს.

რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ''მორდოვია'' საკუთარ მოედანზე მოსკოვის ''სპარტაკთან'' დამარცხდა. ''მორდოვიას'' შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მეკარე, ნუკრი რევიშვილს არ უთამაშია. ''სპარტაკის'' ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე კი განაცხადში ტრავმის გამო არ იყო. ასევე განაცხადში არ ყოფილა მორდოვიას ქართველი მცველი, მამუკა კობახიძე. ''მორდოვია'' 7 ქულით მე-14 პოზიციაზეა, მოსკოველები კი 20 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ.

პორტუგალიის სეგუნდა დივიზიონის მე-10 ტურში ავთო ებრალიძის ''ჟილ ვისენტე'' სტუმრად აუტსაიდერ ''ლეიშოეშთან'' 2:1 დამარცხდა. ებრალიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. პორტუგალიის რანგით მეორე დივიზიონში კიდევ ერთმა ქართველმა, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მაკარიძემ ითამაშა. მაკარიძის ''ფეირენსემ'' სტუმრად ''ატლეტიკოსთან'' 1:1 ითამაშა. ''ჟილ ვისენტე'' 24 გუნდიან ჩემპიონატში 12 ქულით მე-10 ადგილზეა, მაკარიძის ''ფეირენსე'' კი 11 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

კვიპროსის პირველ დივიზიონში ქართველების ''პაფოსმა'' სტუმრად ''ნეა სალამისთან'' 1:1 ითამაშა. ''პაფოსის'' შემადგენლობაში სრულად ითამაშეს როინ კვასხვაძემ,ლევან ხმალაძემ და გია გრიგალავამ. ნიკოლოზ გელაშვილი კი, 68-ე წუთზე შეცვალეს. ''პაფოსის'' კიდევ ერთმა ქართველმა, ელგუჯა გრიგალაშვილმა 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. ''პაფოსს'' 6 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და მე-10 პოზიციაზეა. ''ომონიას'' შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ. ლობჟანიძის გუნდი შინ ''აპოლონს'' დაუპირისპირდა და მატჩი 0:0 დასრულდა. ''ომონიამ'' 6 ტურში 9 ქულა დააგროვა და 14 გუნდიან ჩემპიონატში მე-6 პოზიციას იკავებს.

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ