ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

ინგლისში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. 11 ოქტომბერს გამართული ოთხი შეხვედრის შედეგად მეოთხედფინალისტთა ვინაობა საბოლოოდ გაირკვა.

 

არგენტინა - ნამიბია 64:19

არგენტინა: ერნანდესი, ორლანდი, აგულა, ამოროსინო, ორტეგა დესიო, ისა, მატერა, ლანდახო, სოცინო, მორონი, ალმანო, პაცი, მონტოია, იგლესიასი, პეტი

სათადარიგოები: სენატორე, ბოში, ერერა, კუბელი, ფერნანდეს-ლობე, იმჰოფი, კრეევი, აიერზე.

ლელოები: ერნანდესი (6), იგლესიასი (11), მორონი (18), აგულა (23), ისა (35), პასი (39), ალემანო (48), სენატორე (63), მონტოია (68), კუბელი (73) 

ნამიბია: კოეტზე, კოცი, მარაისი, ბოთა, კიტშოფი, ენგელსი, ვან იაარსველდი, უანივი, დეისელი, ტრომპი, დამენსი, ვენტერი, გრელინგი, სტევენსი, კონრადიე.

სათადარიგოები: ლილი, დე კლერკი, რედიელინგუსი, ვან დერ ვესტჰუიზენი, ვან ვიკი, დუ პლესისი, იანტიესი, სმიტი.

ლელოები: ტრომპი (12), გრეილინგი (45), იანტიესი (80)

დღის პირველ შეხვედრაში არგენტინამ ნამიბიას დამაჯერებლად სძლია. აფრიკელთა სამ ლელოს სამხრეთამერიკელებმა ცხრა ზუსტი მცდელობით უპასუხეს და საბოლოოდ 64-19 მოიგეს.  როგორც მოსალონდელი იყო არგენტინელებმა პლეიოფის საგზური ჯგუფში მეორე ადგილიდან გაინაღდეს.

 

იტალია - რუმინეთ 32:22

იტალია: აგუერო, ფავარო, ფურნო, გელდენჰუისი, ვენდიტი, ბენვენუტი, ციტადინი, გორი, მაკლინი, მინტო, ზანი, მინიჩი, კამპანიარო, სარტო, ალანი

სათადარიგოები: ბიჩინი, კრისტოლინი, გიაცონი, დი მარჩი, პალაცანი, ვუნისა, კანა, ბერნაბო

ლელოები: სარტო (9), გორი (23), ალანი (38), ალანი (69)

რუმინეთი: იონი, კალაფეტეანუ, ფერკუ, ლემნარუ, ვლაიკუ, ლაზარი, პოპარლანი, ურსაჩე, კარპო, ლუსაჩი, ბოტეზატუ, ტურაშვილი, ვირინგი, კინიკინილაუ, ვან ჰეერდენი

სათადარიგოები: გალი, ბურსეა, ანტონესკუ, ვ.ურსაჩე, რადოი, ბრატუ, აპოსტოლი, პუნგეა

ლელოები: აპოსტოლი (65), პოპარლანი (74), აპოსტოლი (78)

დაძაბული და საინტერესო გამოდგა იტალიისა და რუმინეთის დაპირისპირება. პირველ ტაიმში მოედანზე იტალიელები დომინირებდნენ და შესვნებისთვის მეტოქეს 22:3-ს ამარცხებდნენ, თუმცა შესვნების შემდეგ უპირატესობა უკვე რუმინეთის მხარეს გადავიდა. მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე რუმინელებმა სხვაობის 10 ქულამდე შემცირება შეძლეს, რაც მათი მაქსიმუმი აღმოჩნდა და ამ პრინციპულ შეხვედრაში, რომელიც გამრჯვებულს მომდევნო მსოფლიო თასის საგზურს აძლევდა, ტრიუმფატორები იტალიელები გახდნენ.

 

საფრანგეთი - ირლანდია 9:24

საფრანგეთი: ფოფანა, ტილოუს-ბორდე, ბენ აროუსი, ხოული, გუირადო, დუსაფორი, მაესტრი, მიშალაკი, პიკამოლი, პაპე, სპედინგი, სლიმანი, დულინი, ბასტარო, ნაკიტაცი

სათადარიგოები: ლე როქსი, პარა, ტალესი, კაისერი, დუმოლინი, მასი, დებატი, ფლანქორი

ირლანდია: ერლსი, ოკონელი, ომაჰონი, ბესტი, ჰილი, ჰესლიპი, დ. კირნი, რ. კირნი, ობრაიანი, როსი, სექსტონი, ტონერი, ბოვე, მიურეი, ჰენშოუ

სათადარიგოები: მადიგანი, ჰენდერსონი, ჰენრი, მაკ გრათი, ფიჯერალდი, ვაითი, სტრაუსი, რედანი

ლელოები: კირნი (41), მიურეი (71)

დღის ცენტრალურ შეხვედრაში გამამრჯვება და ჯგუფში პირველი ადგილი ირლანდიელებმა მოიპოვეს. ფრანგებმა მეტოქეს ერთი ლელოც ვერ დაუდეს და საკუთარი 9 ქულა ჯარიმების წყალობით მოაგროვეს. ირლანდიელებმა კი ორჯერ დაამიწეს ბურთ მეტოქის ჩათვლის მოედანზე და პლეიოფის საგზურიც ჯგუფში პირველი ადგილიდან დამსახურებულად მოიპოვეს.

 

აშშ - იაპონია 18:28

აშშ: სმიტი, ვაილსი, ნგვენია, პეტრი, ტესტი, ფრაი, მანოა, პალამო, დურუტალო, პეტერსონ, ფენოლიო, კელი, ლამოსიტელე, მაკფარნალდი, მაკ გინტი

სათადარიგოები: დოლანი, ბარეტი, თიელი, ქილი, ბაუმანი, ნიუა, კრუგერი, კილიფი

ლელოები: მაკ გინტი (4), ნგვენია (23), ვაილსი (70)

იაპონია: იამაშიტა, ჰორიე, ტომპსონი, ივსი, ლეიჩი, ჰოლანი, ტანაკა, გორუმარუ, ფუჯიტა, ონო, ტატეკავა, მაცუშიმა, ბროდჰურსტი, ვინგი, ინაგაკი

სათადარიგოები: მაფი, ჰატეკაიამა, მიკამი, ჰივასა, მაკაბე, ტუი, ჰესკეთი, კიზუ

ლელოები: მაცუშიმა (6), ფუჯიტა (27), გორუმარუ (43), მაფი (61)

უკანასკნელ მატჩში აშშ იაპონიას დაუპირისპირდა და მსოფლიო თასის ბოლო შეხვედრაში პირველი ქულები მოპოვების შანსიც ხელიდან გაუშვა. ამერიკელებმა აზიელებს სამი ლელო დაუდეს, თუმცა საპასუხოდ ოთხი მიიღეს და საბოლოოდ 18:28 დამარცხდნენ. მათი ჯგუფიდან კი პლეიოფში სამხრეთ აფრიკის და შოტლანდიის გუნდები ითამაშებენ.

 

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური ეტაპის სტარტს 17 ოქტომბრიდნა აიღებს. გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

სამხრეთ აფრიკა - უელსი

ახალი ზელანდია - საფრანგეთი

ირლანდია - არგენტინა

ავსტრალია - შოტლანდია

 

რაგბი, მსოფლიო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ