ყველა სპორტული სიახლე

ჭანტურიას მე-6 ადგილი მექსიკაში გამართულ ტურნირზე

ქართველი წყალში მხტომელი ჭოლა ჭანტურია თითქმის მთელი წელია მომზადებას მექსიკის ქალაქ გვადალახარაში, კლუბ "კოდეში" გადის. ჭანტურია 3 მეტრი ტრამპლინიდან ხტომაში რიოს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის იბრძვის.

ივლისში, ყაზანში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე 12 ლიცენზია გაიცა, დარჩენილი 18 ლიცენზიის მფლობელი კი 18-24 თებერვალს რიოში გასამართ მსოფლიოს თასზე გამოვლინდება.

ჭანტურიას მიზანი 18 საუკეთესოში მოხვედრაა, მანამდე კი მომზადებას მექსიკაში გადის და შეჯიბრებებზეც გამოდის. ქართველ სპორტსმენს ადგილობრივი სპეციალისტი ივან ბაუტისტა ავარჯიშებს.

ჭოლამ, ახლახანს მექსიკაში გამართული შეჯიბრის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-10 ადგილი დაიკავა და ფინალში შევიდა, სადაც 380 ქულით საბოლოოდ მე-6 პოზიცია დაიკავა.

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ