ყველა სპორტული სიახლე

სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძვის

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის იბრძვის. ახლახანს აშშ-ში დასრულებულ გრან პრიზე მე-12 ადგილი დაიკავა, გადამწყვეტი კი 2016 წელი იქნება, როცა 4 სალიცენზიო ტურნირზე გამოვა. აქედან 3 მსოფლიოს თასია, ერთიც გრან პრი. პირველი შეჯიბრება 9 იანვარს სტამბოლში გაიმართება.

მსოფლიოს თასის გათამაშებაზე სალიცენზიო ქულები გაიცემა. იმ შემთხვევაში თუ სალიცენზიო რეიტინგში ერთი ქვეყნის რამდენიმე მოფარიკავე მოხვდა, მაშინ რიოს საგზური მხოლოდ 2 მოფარიკავეს გადაეცემა, რაც ბაზაძისთვის დამატებითი შანსია. ოლიმპიურ რეიტინგში ზოგიერთ ქვეყანას, მაგალითად უნგრეთს და რუსეთს 5-5 სპორტსმენი ჰყავთ და ცხადია სალიცენზიო სიიდან ავტომატურად ამოვარდებიან.

ზამთრის სახეობები, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2022 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ