ყველა სპორტული სიახლე

გერმანული პრესა: შუმახერს გადაადგილების უნარი აღუდგა

''მას კვლავ შეუძლია მოძრაობა '' - გერმანულ პრესაში ამ სათაურით  ქვეყნდება სტატია მიხაელ შუმახერის შესახებ.

როგორც გერმანული გამოცემა Bunte იუწყება მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს მოძრაობის უნარი აღუდგა.

აღნიშნული ინფორმაცია გერმანელ ჟურნალისტს ნდობით აღჭურვილ პირმა მიაწოდა, რომლის ვინაობა არ სახელდება. გთავაზობთ მის კომენტარს:

''მიუხედავად იმისა, რომ მიხაელი ძალიან გამხდარია, ექიმის დახმარებით მცირე მანძილზე გადაადგილება  შეუძლია. მას ასევე შეუძლია მკლავის აღმართვა.''

საპირისპირო განცხადება გააკეთა მიხაელ შუმახერის პირადმა ექიმმა:

''საუბედუროდ იძულებულნი ვართ განვაცხადოთ, რომ მიხაელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას კვლავ შეუძლია მოძრაობა, არ არის სიმართლე. ამგვარი სპეკულაციები არის უპასუხისმგებლო ქმედება, ადამიანებს აძლევენ ტყუილ იმედებს.''

შეგახსენებთ, შუმახერი 2013 წელს თხილამურებზე სრიალისას დაშავდა. ამდროიდან მოყოლებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

შუმახერი 2

 

შუმხაერი

ფეხბურთი, ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ