ყველა სპორტული სიახლე

მათს ჰუმელსი: „ქართველები ტექნიკურად ძლიერები არიან“

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მცველმა მათს ჰუმელსმა საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის (2:1) შემდეგ, საგოლე მომენტების ცუდ რეალიზაციაზე დაიჩივლა.

„რა თქმა უნდა, როდესაც უპირატესობას გოლებში ვერ გარდასახავ ღიზიანდები. ჩვენ მომენტების რეალიზაციაზე უნდა ვიმუშავოთ. ვიცოდით, რომ ქართველები ტექნიკურად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე რეიტინგში მათი პოზიცია მეტყველებს. ეს თამაშამდე მწვრთნელმაც გვითხრა. დროდადრო საქართველოს ნაკრები ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ანხორციელებდა, რადგან ჩვენ წინ მივდიოდით და შექმნილი მომენტების რეალიზაციას ვერ ვახდენდით. ეს ნებისმიერი გუნდისთვის იოლი არაა“ - ციტირებს ჰუმელსს ინტერნეტპორტალი Goal.com-ი.

ფეხბურთი, ვიდეო, ვიდეო სიახლეები

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ