
გიორგი არაბიძე: "შახტარში ყოველდღიურად ვიზრდები" (ვიდეო)
დონეცკის "შახტარის" ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი არაბიძემ უკრაინული კლუბის ტელევიზიას ვრცელი ინტერვიუ მისცა.
17 წლის ქართველი ფეხბურთელი უკრაინულ გრანდში მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და უკვე ძირითად გუნდშიც მოასწრო სადებიუტო შეხვედრის ჩატარება.
ქართველმა ფეხბურთელმა ნაკრების შესახებ ისაუბრა და ესპანური საფეხბურთო სკოლა, "შახტარში" პირველი ვარჯიში და დონეცკურ კლუბში დებიუტიც გაიხსენა.