ყველა სპორტული სიახლე

ბერძენ-რომაელთა სამი ბრინჯაო ყაზახეთიდან

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირზე 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს  ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში   მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის 3 გამარჯვებული იყო, ყახაზეთში ბოლატ ტურლუხანოვის საერთაშორისო ტურნირზე 3 „ბრინჯაო“ მოიპოვა.

ტურნირზე მე-3 ადგილი რამაზ ზოიძემ (66 კგ.), გელა ბოლქვაძემ (75კგ.) და ზვიად პატარიძემ (130კგ.) დაიკავეს. გუნდს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ზაზა სილაგაძე ხელმძღვანელობდა.

ფეხბურთი, სხვადასხვა, ჭიდაობა / ძიუდო, პარასპორტი, ვიდეო

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ