ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას მე-16 ორმაგი დუბლი და გამარჯვება“ჩიკაგო ბულსთან“ (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა“ “ჩიკაგო ბულსს“ უმასპინძლა და 118:111 გაიმარჯვა. ფაჩულიას უშუალო ოპონენტი პაუ გასოლი გახლდათ, რომელსაც ქართველი ტოლსწორად ეთამაშა. ამ მატჩამდე ორივეს 15-15 ორმაგი ჰქონდა შესრულებული.

შეხვედრაში ფაჩულია იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომელმაც ორმაგი დუბლი - 17 ქულა და 12 მოხსნა შეასრულა, გასოლის ანგარიშზე კი 18 ქულა და 9 მოხსნა იყო. ქართველმა ცენტრმა 13-დან 6 ორქულიანი და 5-დან 5-ივე საჯარიმო ჩააგდო. 17 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად ზაზამ 1 პასი მიითვალა, 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ჯერ დაკარგა. საუკეთესო შედეგი ჯე ჯეი ბარეამ აჩვენა, რომელმაც 26 ქულა და 5 პასი მიითვალა.

16 ორმაგი დუბლით ფაჩულია ამ ნომინაციაში ლიგაში მე-4 ადგილზეა. ფაჩულიას გადაასწრო და 19 ორმაგით მე-2 ადგილზეა “ნიუორლეანელი” სუპერვარსკვლავი ენტონი დევისი. მე-3-ზე კი “ოკლაჰომელი” რასელ ვესტბრუკია 18 ორმაგით.

17 მოგებითა და 13 მარცხით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს “ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ იყოფს. 29 დეკემბერს, გამთენიისას, “დალასი“ “მილუოკი ბაქსს“ მიიღებს.

კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ