
შენგელიამ წელი მაღალი შედეგიანობით დაასრულა (ვიდეო)
გიორგი შერმადინის მსგავსად წარმატებული მატჩი ჩაატარა ''ლაბორალ კუჩას'' ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც ''ფუენლაბრადასთან'' 23 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მოპოვებული ქულების მიხედვით შენგელია მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მე-13 ტურში ''ლაბორალ კუჩამ'' 101:79 დაამარცხა ''ფუენლაბრადა.'' ბასკები 18 გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებენ, ჩამორჩებიან ლიდერ ''ვალენსიას,'' ასევე ''ბარსელონასა'' და მადრიდის ''რეალს.''
აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელთაგან შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით მხოლოდ იანის ბურუსისმა აჯობა.
ბასკური კლუბი მომდევნო მატჩს ''რეალის'' წინააღმდეგ 2016 წლის 3 იანვარს გამართავს.