ყველა სპორტული სიახლე

შუმახერის მენეჯერს მრბოლელის სანახავად არ უშვებენ

მიხაელ შუმახერის მეუღლემ, კორინა შუმახერმა ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელის ყოფილ მენეჯერს, ვილი ვებერს მიხაელის მონახულება აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ შუმახერი 2013 წელს თხილამურებზე სრიალისას მძიმედ დაშავდა.

1A54650100000578-3369981-image-a-10_1450770000362

"სამწუხაროდ, კორინამ მიხაელთან კონტაქტი ამიკრძალა. მისგან თანხმობის მიღება რამდენჯერმა ვცადე, მაგრამ ყოველთვის უარყოფით პასუხს ვიღებდი. საშინელი სიტუაციაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. 25 წლის განმავლობაში ძალიან მეგობრულად ვცხოვრობდით. ამას ვერასდროს ვერ გავიგებ", - განაცხადა ვებერმა ბილდთან საუბრისას.

coer_2617740a

ამავდროულად, შუმახერის ადვოკატმა ფელიქს დამმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც საზოგადოებას მრბოლელის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება არ აქვს.

"ინციდენტი ისტორიული მოვლენა გახდა და ბუნებრივია, რომ მის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, ამჟამად სარეაბილიტაციო პერიოდი მიმდინარეობს და საზოგადოებდოება ამაში არ უნდა ფიგურირებდეს. აღდგენა საავადმყოფოში დაიწყო და სახლის პირობებში გრძელდება", - განაცხადა დამმა.

00429F0A00000258-0-image-a-67_1451136071047

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემა Bunte-მ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დაწერა. წყაროს ცნობით, ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს მოძრაობის უნარი აღუდგა და აღნიშნული ინფორმაცია გერმანელ ჟურნალისტს ნდობით აღჭურვილ პირმა მიაწოდა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

06684D4200000514-3363162-image-a-3_1450300392238

 

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ