ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრებმა თურქეთი 14:10 დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. იოვან პოპოვიჩის გუნდი თურქეთში, “სტამბოლის თასზე“ გამოდის. ოთხთა ტურნირზე, საქართველოს მეტოქეებად თურქეთი, რუმინეთი და ჰოლანდია ჰყავს. 28 დეკემბერს, საქართველოს ნაკრები მასპინძლებს დაუპირისპირდა და 14:10 გაიმარჯვა.

თურქეთი ჩვენი ტრადიციული მეტოქეა და მათთან შეხვედრა ყოველთვის გამორჩეული გამოდის, ასე იყო 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში და ახლაც ამხანაგურ მატჩში. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჰოლანდიამ რუმინეთი 12:6 დაამარცხა. სტამბოლის ტურნირი 30 დეკემბერს დასრულდება, ტურნირის შემდეგ წყალბურთელები სახლებს დაუბრუნდებიან და 3 იანვარს ამსტერდამში დასკვნით შეკრებაზე წავლენ, სადაც ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებენ და ტესტმატჩებსაც გამართავენ. ეროვნული გუნდი 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავა, 8 იანვარს კი ბელგრადს ესტუმრება. 10 იანვარს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ბელგრადში 10-23 იანვარს ჩატარდება. 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

მსოფლიო, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ