ყველა სპორტული სიახლე

ქართველი წყალბურთელების მეორე ადგილი თურქეთში

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა "სტამბოლის თასზე" მეორე ადგილი დაიკავა. თურქეთში დასრულებულ ტურნირზე უკანასკნელი მატჩი ქართველმა წყალბურთელებმა ჰოლანდიის ნაკრებთან გამართეს და 9:14 დამარცხდნენ.

ჰოლანდიელებთან მატჩამდე საქართველოს ნაკრემბა რუმინეთის ნაკრები 12:9 დაამარცხა, ხოლო თურქეთს 14:10 მოუგო.

აღნიშნული ტურნირი, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ეტაპი იყო. კონტინენტის პირველობა 2016 წლის 10 იანვარს დაიწყება. საქართველოს ნაკრები 6 იანვარს ნოვი-სადში ჩავა, 8 იანვარს კი ბელგრადში გადაინაცვლებს.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ბელგრადში 10-23 იანვარს ჩატარდება. 16 გუნდი 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ