
ფაჩულიამ ახალი წელი ორმაგი დუბლით დაიწყო (ვიდეო)
"გოლდენ სტეიტთან" მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "დალასმა" ახალი წელი "მაიამისთან" მარცხით დაიწყო - 82:106.
ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 14 ქულთა და 13 მოხსნა დაუგროვდა. აღსანიშანვია, რომ დალასელთა ქართველი ცენტრისთვის მიმდინარე სეზონში ეს მე-18 ორმაგი დუბლია. ზაზამ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩაგდო.
19 მოგებით და 14 წაგებული შეხვედრით "დალასი" მეხუთე პოზიციაზეა და მორიგ შეხვედრას საკუთარ დარბაზში 3 იანვარს, "ნიუ ორლეანთან" გამართავს.