ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას 14 ქულა და 9 მოხსნა "ნიუ ორლეანთან" (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე - ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი“ “ნიუ ორლეანთან“ დალასში 98:105 დამარცხდა.

ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და ვესლი მეთიუზთან ერთად თანაგუნდელთაგან ყველაზე მეტი - 35 წუთი ითამაშა. ზაზამ 11-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

14 ქულასთან ერთად ქართველმა ცენტრმა 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 4 ჩაჭრა ზაზასთვის მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდია. კარიერის საუკეთესო შედეგი კი 5 ჩაჭრაა.

ზაზა ტეხასელთაგან საუკეთესი იყო. დალასელთაგან ყველაზე მეტი - 24 ქულა დირკ ნოვიცკიმ მოაგროვა, თუმცა გერმანელს სხვა კომპონენტებში ჰქონდა შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა. ნიუორლეანელთა შორის საუკეთესო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 31 ქულა და 14 მოხსნა მოაგროვა. ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა, ომერ აშიკმა შეხვედრა 1 ქულით და 3 მოხსნით დაასრულა.

19 მოგებითა და 15 წაგებით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. ტეხასელები 5 იანვარს  “საკრამენტო კინგსს“ უმასპინძლებენ.

 

კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ