ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს “კომბანკ არენა“ უმასპინძლებს (ვიდეო)

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელიც სერბეთის დედაქალაქში 10-23 იანვარს გაიმართება “კომბანკ არენა“ უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფმა ევროპირველობის “კომბანკ არენაზე“ ჩატარების გადაწყვეტილება მისი ტევადობის გამო მიიღო - დარბაზი 25 ათასამდე ადმაიანს იტევს, მრავალფუნქციურია და სპორტული შეჯიბრებების გარდა ხშიარდ გასართობი ღონისძიებები, კონცერეტები იმართება. მასპინძლებმა აუზი, სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის მოაწყვეს.

ასე მაგალითად, “კომბანკ არენას“ უმასპინძლია ჯენიფერ ლოპესის კონცერტისთვის. 27 იანვრიდან არენა უკვე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატს მიიღებს.

სერბები ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან, მასპინძლებს უძლიერესი ნაკრები ჰყავთ და რა გასაკვირია, რომ მიზნად ჩემპიონობას ისახავენ. სერბებმა დამაჯერებლად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მოიგეს ბუდაპეშტში 2014 წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი და ოქრო მოიპოვეს, 2015 წელს მსოფლიოს პირველობაზეც.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება  - გუნდების რაოდენობა 12-ის ნაცვლად 16 იქნება, ნაკრებები 4 ოთხგუნდა ჯგუფადაა დაყოფილი. საქართველოს ნაკრები რუმინეთის, გერმანიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებს.

ჩვენი ნაკრები ახლა ჰოლანდიაშია და შეკრებას გადის, იქიდან ჯერ ნოვი-სადში ჩავა, მერე კი ბელგრადს ეწვევა და ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება.

 

 

wkalburti-1

 

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ