ყველა სპორტული სიახლე

„ჯორჯიანსი“ რუსეთის „იუგრასთან“ განადგურდა

ფუტსალში უეფას თასის  ძირითადი რაუნდის პირველ ჯგუფში, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში თბილისის „ჯორჯიანსმა“ („თელასი“) მეორე მატჩი ჩაატარა და რუსეთის „იუგრასთან“ 2:13 წააგო.

თბილისელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: მეკარე ბუკია, ასათიანი, კაკაბაძე, შელეგია, თოდუა. თადარიგში იყვნენ: მეკარე გაბუჩია, ჭანუყვაძე, კობაიძე, ქურდაძე, სოზაშვილი, ბოკერია, ხოსრუაშვილი, ბობოხიძე, თოფურია.

ქართველებიდან  მე-14 წუთზე თავი ბობოხიძემ გამოიჩინა, ხოლო მე-40-ზე - თოდუამ.

აღსანიშნავია, რომ „იუგრას“ კარს ზვიად კუპატაძე იცავდა, რომელსაც თბილისის „იბერია სტარსა“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში „ჯორჯიანსმა“ აპოელ-ი 5:1 დაამარცხა. ჯგუფში ბოლოს თამაშს თბილისელები ფრანგულ „კრემლინ ბისეტრთან“ გამართავენ.

ფეხბურთი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ