
მიქაუტაძის ლელო და "ტულონის" გამარჯვება (ვიდეო)
3 იანვარს, საფრანგეთის TOP 14-ის მე-12 ტურში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა" საკუთარ მოედანზე "პო" მიიღო და 21:17 სძლია
სამივე ქართველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მიქაუტაძემ კი 50-ე წუთზე თავი ლელოთი გამოიჩინა.
12 ტურის შემდეგ "ტულონი" მე-4 პოზიციაზეა და ტოპ 14-ის მომდევნო შეხვედრას "სტად დე ფრანსთან" 30 იანვარს გამართავს. მანამდე კი ქართული ტრიოს გუნდს ევროპის თასის მატჩები ელის.