ყველა სპორტული სიახლე

გასპარმა უკრაინა პლეი ოფს შეახვედრა

ავსტრიის ეროვნულმა ნაკრებმა პირველად დაძლია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. G ჯგუფში ავსტრიამ ყველა გუნდს მოუგო და მარცხი არ განუცდია, რაც შთამბეჭდავი შედეგია. მარსელ კოლერის გუნდმა ციკლი ლიხტენშტეინის დამარცხებით დაასრულა - არნაუტოვიჩის გოლით და იანკოს დუბლით. საინტერესოა, რომ ლიხტენშტეინს 51 წლის ავსტრიელი სპეციალისტი რენე პაურიხი წვრთნის. მისმა გუნდმა ერთადერთი გამარჯვება კიშინიოვში მოიპოვა.

 

ავსტრიელთა მსგავსად რუსებმა და შვედებმაც მოიგეს. ბოლო დღეს ყველაზე ძლიერი მეტოქე ლეონიდ სლუცკის გუნდს ერგო, თუმცა მონტენეგროს მოტივაცია დაკარგული ჰქონდა, დისკვალიფიკაციის გამო კი ვუჩინიჩი არ თამაშობდა. ანგარიში ''რუბინის'' 34 წლის ფეხბურთელმა ოლეგ კოზმინმა გახსნა, ცოტა ხანში კი კოკორინმა პენალტი შეაგდო.

შვედეთმა ჯგუფის ყველაზე წარუმატებელი გუნდი დაამარცხა. იბრაჰიმოვიჩი მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა, მას ცრუ მოძრაობით გასცდა და ბურთი კარებში შეაგორა. მეორე გოლი ზენგინმა გაიტანა,  შოთა არველაძის ფეხბურთელმა ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.

 

ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს უკრაინის ნაკრები. ესპანეთმა ფომენკოს გუნდი გასპარის გოლით კიევში დაამარცხა. ბოლო ტურამდე ესპანეთს განაღდებული ჰქონდა პირველი ადგილი, თუმცა დელ ბოსკეს გუნდს მოტივაცია არ აკლდა. ამასაც აქვს თავისი ახსნა, ესპანელმა შემადგენლობა გადაახალისა, გადახალისებულ შემადგენლობაში მოხვედრილებს კი თავის გამოჩნის სურვილი ჰქონდათ. ამის ნათელი მაგალითია მარიო გასპარი. ''ვილიარეალის'' მოთამაშემ სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამ მომენტისთვის საუკეთესო მესამეადგილოსანი უნგრეთის ნაკრებია, ხოლო უკრაინას, შვედეთსა და სლოვენიას ფლეიოფში თამაში აუცილებლად მოუწევთ.

დღის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ლუქსემბურგში შედგა. სლოვაკთაგან დუბლი შეასრულა ჰამშიკმა, ვლადიმერ ვაისმა სამი საგოლე პასი გააკეთა, სუსტ მეტოქესთან თამაშის მიუხედავად  ფეხბურთში მსგავსი მაჩვენებელი იშვიათად ფიქსირდება.

სლოვაკეთმა პირველად დაძლია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ანალოგიურ ვითარებაში კიდევ რამდენიმე ნაკრებია, რომელთა შესახებ ბოლო პერიოდში მოგითხრობდით.

E ჯგუფი ბოლოსთვის მოვიტოვე, რადგან აქ მე-10 ტურამდეც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. ინგლისმა და სლოვენიამ გასვლით მატჩებში დამაჯერებლად მოიგეს, შვეიცარიამ კი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ ესტონეთის ნაკრებისა და ''აუგსბურგის'' ფეხბურთელმა რანარ კლავანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ევროპულ ნაკრებთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ესტონეთის ეროვნულ გუნდს ჰყავს. მას 39 წლის შვედი მაგნუს ფერსონი 2013 წლიდან წვრთნის.

G ჯგუფი

ავსტრია - ლიხტენშტეინი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (12), 2:0 იანკო (54), 3:0 (57)

რუსეთი - მონტენეგრო 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კუზმინი (33), 2:0 კოკორინი (პენ 37)

შვედეთი - მოლდოვა 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (24), 2:0 ზენგინი (47)

1 10 9 1 0 22 5 +17 28
2 Previous rank: 3 10 6 2 2 21 5 +16 20
3 Previous rank: 2 10 5 3 2 15 9 +6 18
4 10 3 2 5 10 13 -3 11
5 10 1 2 7 2 26 -24 5
6 10 0 2 8 4 16 -12 2
 

C ჯგუფი

ბელარუსი - მაკედონია 0:0

ლუქსემბურგი - სლოვაკეთი 2:4 (0:3)

გოლები: 0:1 ჰამშიკი (24), 0:2 ნემეცი (29), 0:3 მაკი (30), 1:3 მუთსჩი (61), 2:3 გერსონი (პენ 65), 2:4 ჰამშიკი (90+1)

უკრაინა - ესპანეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გასპარი (21)

1 10 9 0 1 23 3 +20 27
2 10 7 1 2 17 8 +9 22
3 10 6 1 3 14 4 +10 19
4 10 3 2 5 8 14 -6 11
5 Previous rank: 6 10 1 1 8 6 18 -12 4
6 Previous rank: 5 10 1 1 8 6 27 -21 4
 

E ჯგუფი

ესტონეთი - შვეიცარია 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კლავანი (90+4)

ლიტვა - ინგლისი 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 ბარკლი (29), 0:2 არლაუსკისი (ავტოგოლი 35), 0:3 ჩემბერლენი (62)

სან მარინო - სლოვენია 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ცეზარი (54), 0:2 პეჩნიკი (74)

 

1 10 10 0 0 31 3 +28 30
2 10 7 0 3 24 8 +16 21
3 Previous rank: 4 10 5 1 4 18 11 +7 16
4 Previous rank: 3 10 3 1 6 4 9 -5 10
5 10 3 1 6 7 18 -11 10
6 10 0 1 9 1 36 -35 1

ფეხბურთი, ზამთრის სახეობები, საინტერესო, ინტერვიუ, ევროპა,

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ