
ზაზა ფაჩულიამ "საკრამენტოსთან" მოგებულ მატჩი 9 ქულა, 17 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიას “დალასმა“ 2-ოვერტაიმიან თრილერში “საკრამენტო კინგზი“ 117:116 დაამარცხა. გამარჯვების სამქულიანი საფინალო სირენის თანხლებით ჩააგდო დერონ უილიამსმა, რომელმაც დალასელთა გაქცევა გამარჯვების მომტანი სროლით დაასრულა.
ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ქართველმა ცენტრმა 40 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 17 მოხსნა და 5 ჩაჭრა მიითვალა და ჩაჭრების საკუთარი რეკორდი გაიმეორა. ზაზამ 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
დერონ უილიამსმა შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. 23 ქულა ჰქონდა დირკ ნოვიცკის, ხოლო ვესლი მეთიუზის ანგარიშზე 20 ქულა იყო. “საკრამენტოში“ 35 ქულა, 17 მოხსნა და 6 ჩაჭრა მიითვალა დემარკუს ქაზენსმა, ხოლო 31 ქულა - რუდი გეიმ. 20 მოგებითა და 15 მარცხით “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა და მომდევნო შეხვედრა 6 იანვარს ნიუ ორლეანში - “პელიკანსთან“ ელის.