ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეთა ვინაობა გაირკვა

ბელგრადში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები მესამე ჯგუფში იასპარეზებს. იოვან პოპოვიჩის წყალბურთელები იტალიას, გერმანიას და რუმინეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ევროპის საუკეთესო 16 ნაკრებს, 10 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით სერბეთის დედაქალაქი უმასპინძლებს.

წილისყრის შემდეგ გუნდები ასე დაწყვილდნენ

A. მონტენეგრო, ესპანეთი, ჰოლანდია, სლოვაკეთი

B. სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი, მალტა

C. იტალია, რუმინეთი, გერმანია, საქართველო

D. უნგრეთი, საბერძნეთი, რუსეთი, თურქეთი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური, ისრაელის ქალაქ ნეთანიაში, სექტემბერში გამართულ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოიპოვა. იოვან პოპოვიჩის გუნდმა ჰოლანდიასთან ფრედ (5:5) დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ისრაელს (17:6), ლიტვას კი (18:6) მოუგო.

 

ფეხბურთი, სხვადასხვა, ვიდეო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ