ყველა სპორტული სიახლე

სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში ზვავის ჩამოწოლას ემსხვერპლა

28 წლის სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა - დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ ზვავში მოჰყვა და ადგილზე გარდაიცვალა.

სნოუბორდისტი ზვავის ჩამოწოლის დროს თხილამურებით სრიალებდა. უბედური შემთხვევა კოხტა გორასა და დიდველს შორის მოხდა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს.

ნუგზარ დიაკონაშვილი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო და 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა.

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ