ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრებმა ჰოლანდია 12:11 დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მოსამზადებელ შეკრებას ჰოლანდიაში გადის და ამხანაგურ მატჩებსაც ატარებს. იოვან პოპოვიჩის გუნდი 5 იანვარს მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და 12:11 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა მეტოქეს პირველი და მეორე მეოთხედები შესაბამისად 3:2 და 4:3 მოუგო.

მესამე მეოთხედში ჰოლანდიელებმა 2:1 გაიმარჯვეს, ხოლო მატჩის ბოლო ნაწილი ფრედ 4:4 დასრულდა. შეგახსენებთ, დეკემბრის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა სტამბოლში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშა და ჰოლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი 9:14 წააგო. ჩვენმა გუნდმა ჰოლანდიასთან სრულფასოვანი რევანში აიღო.

ევროპის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 10 იანვარს დაიწყება. ჩვენი გუნდი ჯგუფში იტალიის, რუმინეთის და გერმანიის ნაკრებებთან ერთადაა მოხვედრილი. პირველ მატჩს ქართველი წყალბურთელები რუმინელების წინააღმდეგ 11 იანვარს გამართავენ.

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ