ყველა სპორტული სიახლე

პაველ გოოგე: "ამ მატჩით დიდი გამოცდილება მივიღეთ"

ვითიბი ლიგის მესამე ტურში "ხიმკისთან" წაგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი "ვითას" მთავარმა მწვრთნელმა, პაველ გოოგემ გააკეთა.

"ჩვენთვის ეს მხოლოდ მესამე შეხვედრა იყო. იგრძნობა, რომ მოსამზადებელი ეტაპის სამი კვირა და ხუთი ტესტ-მატჩი გვაკლია. ამ ეტაპზე სეზონისთვის მზადებას ვაგრძელებთ. "ვითა" სრულიად ახალი პროექტია და შეიძლება ითქვას, რომ მინუსიდან ვიწყებთ. შენობის ასაშენებლად ჯერ საძირკველია ჩასაყრელი. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყვადა, როც ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენეთ. ამ მატჩით დიდი გამოცდილება მივიღეთ და საკუთარი შეცდომებიც უფრო კარგად დავინახეთ" - განაცხადა გოოგემ.

ვითიბი ლიგაზე მომდევნო შეხვედრას თბილისური კლუბი კვირას, "ნიჟნი ნოვგოროდის" წინააღმდეგ სპორტის სასახელში გამართავს.

კალათბურთი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ