ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან მატჩით გახსნის

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 10-23 იანვარს წყალბურთელთა  ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 16 გუნდი ითამაშებს. საქართველოს ნაკრები C-ჯგუფში გამოვა და იტალიას, რუმინეთს და გერმანიას დაუპირისპირდება.

10 იანვარს ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია და A და B ჯგუფის 4 მატჩი გაიმართება. ჩვენი წყალბურთელები ევროპირველობაზე 11 იანვარს ჩაერთვებიან და პირველ მეტოქედ რუმინეთი ეყოლებათ. ეს თამაში საქართველოს დროით 12:30 საათზე დაიწყება. მეორე შეხვედრა გერმანიის ნაკრებთან, 13 იანვარს, 12:30 საათზეა ჩანიშნული.

მესამე შეხვედრა 15 იანვარს, 20:15 საათზე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გაიმართება. კალენდრის შედგენისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება გუნდის სტატუსსა და ტიტულებს. (იხილეთ სრული განრიგი)

იტალია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და ამიტომაც ვეთამაშებით საღამოს, ამ თამაშს გაცილებით მეტი მაყურებელი დაესწრება და ბევრად მეტი ტელეკომპანია გადასცემს, ვიდრე ვთქვათ საქართველო - რუმინეთის დაპირისპირებას.

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩები 16 და 17 იანვარს, მეოთხედფინალური 18-19 იანვარს, ნახევარფინალური 20 იანვარს, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა და ფინალი 23 იანვარს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება, შესაბამისად საქართველოს ნაკრებს თამაში ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგაც მოუწევს, იმის მიუხედავად თუ რომელ ადგილზე გავა ჯგუფში.

კალათბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ