ყველა სპორტული სიახლე

ოლიმპიური ჩემპიონი მზია ჯუღელი გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ოლიმპიური ჩემპიონის ქალბატონ მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო.

ქალბატონი მზია გახლდათ 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი სპორტულ ტანვარჯიშში, სსრკ-ს რვაგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი. პირველი ქართველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თანაგრძნობას უცხადებს ქალბატონ მზიას ოჯახს.

mysports.ge-ს რედაქცია სამძიმარს უცხადებს ქალბატონ მზიას ოჯახს და სპორტის გულშემატკივრებს.

www.geonoc.org.ge

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ