ყველა სპორტული სიახლე

ჰოკეისტი ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ გარდაიცვალა

რუსეთში, ნიჟნი ტაგილის "სპუტნიკის" ჰოკეისტი სერგეი სიმონოვი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა. LifeNews-ის ცნობით, სიკვდილის მიზეზი ერთი დღით ადრე, ვარჯიშზე მიღებული ტრავმა გახდა.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მოთამაშემ ვარჯიშზე ელენთა დაიზიანა, რის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო. მისი გადარჩენა ექიმებმა ქირურგიული ჩარევით სცადეს, თუმცა სიცოცხლის შენარჩნებას სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

სამართალდამცავები კი იუწყებიან, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ გამოსაძიებელია.

"ვიზიარებთ სერგეის ოჯახის წევრების და ახლობლების მწუხარებას. ეს ძალიან დიდი დანაკლისია. ჩვენს გუნდში სერგეი დიდი ხნის მოსული არ იყო, თუმცა მოკლე პერიოდში ყველას დაუმტკიცა, რომ კარგი ადამიანი, ნამდვილი ჰოკეისტი და ერთგული მეგობარია, რომელიც კლუბის სახელის დასაცავად ყველაფერს აკეთებდა", - გამოეხმაურა ჰოკეისტის გარდაცვალებას მისი გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

ფეხბურთი, ჰოკეი‎

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ