ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია დაამარცხა!

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 9:8 გაიმარჯვა. ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ ქართველმა წყალბურთელებმა კარგი განწყობა შეიქმნეს.

ბრაზილიელები რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, მათი მთავარი მწვრთნელი კი ხორვატი რატკო რუდიჩია, რომელმაც იუგოსლავიის, იტალიის, აშშ-ს და ხორვატიის ნაკრებთა თავკაცის რანგში, 3-ჯერ მსოფლიო და 4-ჯერ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩი მხოლოდ 2 პერიოდით განისაზღვრა და საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატის ახალი რეგლამენტის თანახმად, პლეი-ოფში ტურნირის 16-ვე მონაწილე გადის. მერვედფინალში გუნდები ასე დაწყვილდებიან: A1-B4, C2-D3, B1-A4, D2-C3, C1-D4, A2-B3, D1-C4, B2-A3. ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გაგრძელება ჯგუფში ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად მოუწევს.

brazilia

მსოფლიო, ფიგურული ციგურაობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ