
ავსტრალიის ღია პირველობის 5 ყველაზე ხანგრძლივი მატჩი (ვიდეო)
18-31 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობა გაიმართება, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს კი ჩოგბურთელები 11 იანვრიდან დაიწყებენ. 18 იანვრიდან საქმეში წამყვანი მოთამაშეები და ვარსკვლავები ჩაერთვებიან.
ტურნირის დაწყებამდე შეჯიბრების ოფიციალური ვებ-გვერდი საინტერსო ამბებს აქვეყნებს და გულშემატკივარს ავსტრალიის ღია პირველობიდან სტატისტიკურ მონაცემებსაც სთავაზობს.
ასე მაგალითად, ვებ-გვერდის სტატისტიკოსებმა ავსტრალიის ღია პირველობის 5 ყველაზე მარათონული და მომქანცველი მატჩის გამორჩეული მომენტები შემოგვთავაზეს, რომელშიც ძირითადად ტოპ ჩოგბურთელები მონაწილეობენ. პირველ ადგილზე 2012 წლის ვაჟთა ფინალური მატჩი გავიდა, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალს მოუგო.