ყველა სპორტული სიახლე

ნორვეგიელი მძლეოსნის კენგურუსაც შეშურდება (ვიდეო)

ნორვეგიელმა მძლეოსანმა ქალმა ეზინ ოკპარაებომ კიბეებზე ხტომით მთელი მსოფლიო გააოცა.

მან თავის ინსტაგრამზე დადო ვიდეო, რომელშიც სტადიონის ტრიბუნების კიბეებზე ფანტასტიკურ ნახტომებს აკეთებს.

27 წლის სპორტსმენი ადგილიდან ჯერ ხუთ საფეხურს ახტება, შემდეგ შვიდს და ორჯერ - ექვს-ექვსს. ის ამჟამად შეკრებაზე სამხრეთ აფრიკაშია.

ნიგერიული წარმოშობის ოკპარაებო ნორვეგიის რეკორდსმენია 100 მეტრზე (11,1 წმ.) და 200 მეტრზე (23,3 წმ.) რბენაში.

იგი ორი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. მძლეოსნობაში ზამთრის ევროპის პირველობებზე 60 მეტრზე რბენაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელია.

სხვადასხვა, მძლეოსნობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ