ყველა სპორტული სიახლე

ფაჩულია მოხსნებში საუკეთესო იყო (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსი" მის ყოფილ გუნდთან მილუოკიში ბოლო წამებზე დამარცხდა - 95:96.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასატარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 9 ქულა და 15 მოხნსა დააგროვა.

ფაჩულიამ 6-დან 4 ორიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმოც დაუმატა. არადა, მეორეც რომ ჩაეგდო, მორიგ ორმაგ დუბლს გაიფორმებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაჩულის ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა ჰქონდა.

21 მოგებითა და 16 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზეა. მილუოკიდან ფაჩულიას გუნდი მინესოტაში გადაინაცვლებენ, სადაც ხვალ "ტიმბერვულვზსთან" გაარკვევს ურთიერთობას.

 

კალათბურთი, პარასპორტი, საინტერესო, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ