ყველა სპორტული სიახლე

ჩივაძემ ესპანეთისთვის და ესტონეთისთვის შემადგენლობა განსაზღვრა

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ, ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში, უახლოესი ორი საშინაო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩივაძემ 7 ოქტომბერს ესპანეთის, ხოლო 13 ოქტომბერს ესტონეთის ნაკრებებთან შეხვედრებისთვის შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები მიიწვია.

მეკარეები: ოთო გოშაძე („ქასიმფაშა“, თურქეთი), ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ბაჩო მიქავა („ლოკომოტივი“).

მცველები: ლაშა დვალი („დუისბურგი“, გერმანია), გიორგი თევზაძე („დინამო“), დაჩი ცნობილაძე, დავით უბილავა, ავთო ენდელაძე (ყველა „სამტრედია“), გიორგი გადრანი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ჯემალ ტაბიძე („გენტი“, ბელგია), ლევან გეგეჭკორი („შუქურა“), გიორგი ცერცვაძე („ცხინვალი“).

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე („დინამო“), გიორგი ხარაიშვილი („საბურთალო“), გიორგი აბურჯანია („ანორთოსისი“, კვიპროსი), გიორგი გოროზია („სტაბეკი“, ნორვეგია), საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე „დინამო“), გიორგი ერისთავი („დილა“).

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“), ლევან შენგელია („ტუბიცე“, ბელგია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე „საბურთალო“), ილია კერძევაძე („შუქურა“).

ჩივაძეს 21-წლამდელთა ნაკრებში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ფრაიბურგიდან“ ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელის მიწვევა სურდა, მაგრამ ამ ეტაპზე კლუბმა მისი გამოშვებისგან თავი შეიკავა. თუმცა, მომავალში ახალგაზრდულის თავკაცი ჰუფნაგელის გამოძახებას კვლავ აპირებს. ჩივაძის შეგირდები 5 ოქტომბერს სასტუმრო „პრესტიჟში“ შეიკრიბებიან.

საქართველოს- ესპანეთის თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო საქართველო-ესტონეთი - 19:00 საათზე. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ფეხბურთი, ვიდეო,

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ