
ყაზაიშვილმა „ანდერლეხტთან“ გაილაღა (ვიდეო)
ჰოლანდიის „ვიტესმა“, სადაც მცველი გურამ კაშია და ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გამოდიან, შეკრებაზე ბელგიის „ანდერლეხტი“ 2:1 დაამარცხა.
პირველ ტაიმში არნემელთა რიგებში ყველაზე აქტიური ყაზაიშვილი იყო, რომელმაც პირველ წუთზე მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ბელგიელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაარტყა - „ანდერლეხტის“ კარის დარაჯმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ანგარიში დანიელ სოლანკემ გახსნა.
ამის შემდეგ, ყაზაიშვილმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ "გაისროლა" და ბურთი მიზანს მცირე მანძილიდ ასცდა. მე-18 წუთზე, ბელგიელებმა ანგარიში იდრისა სულას დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს.
შესვენებამდე, ყაზაიშვილი ცრუ მოძრაობით ერთ ბელგიელ მცველს საჯარიმოში გასცდა და მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ „ანდერლეხტი“ გოლის გაშვებისგან ზედა ძელმა იხსნა.
63-ე წუთზე, სოლანკემ მეორე გოლი გაიტანა და ჰოლანდიელებმა გაიმარჯვეს.