ყველა სპორტული სიახლე

"ლოკომოტივი" სარაგოსამ ჩაიბარა

თბილისის "ლოკომოტივში" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. ვასილ მაისურაძის ნაცვლად თბილისურ კლუბს 33 წლის ჟერარდ სარაგოსა მულენი უთავკაცებს.

ბოლოს ესპანელი სპეციალისტი ყატარულ ''ლეხვიაში" მიქაელ ლაუდრუპის ასისტენტი იყო. გუნდთან ერთად 2014-2015 წლების სეზონში ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 2015 წელს კი ყატარის პრინცის სახელობის თასის მოგებაც შეძლო.

''ლოკომოტივის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე კი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მენეჯერად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ სარაგოსა "ლოკომოტივში" 2012/13 წლებში მუშაობდა, რის შემდეგაც 2014 წლის იანვრამდე ქუთაისის "ტორპედოს" წვრთნიდა.

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით "ლოკომოტივმა" პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. 17 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში თბილისელები ლანჩხუთში "კოლხეთს" შეხვდებიან.

ფეხბურთი, ვიდეო, ინტერვიუ, საქართველო,

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ