
ზიდანის წარმატებული დებიუტი "რეალში'' (Video)
მადრიდის ''რეალის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის წარმატებული დებიუტი შედგა.
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში ''რეალმა'' საკუთარ მოედანზე ''დეპორტივო'' 5:0 დაამარცხა.
მადრიდელებმა ლა კორუნიელები ბენზემას დუბლისა და ბეილის ჰეთთრიკით დაამარცხეს.
ანგარიში ფრანგმა ფორვარდმა მე-15 წუთზე სერხიო რამოსის პასის შემდეგ გახსნა.
22-ე წუთზე კარვახალის პასით ბეილიმ ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზიდანმა სერხიო რამოსის ნაცვლად მოედანზე თანამემამულე რაფაელ ვარანი შეიყვანა.
49-ე წუთზე ბეილიმ დუბლი შეასრულა. უელსელს ასისტენტობა კრიშტიანუ რონალდომ გაუწია.
ტონი კროოსის პასის შემდეგ 63-ე წუთზე ბეილიმ მესამე გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კარიმ ბენზემამ დააფიქსირა. ფრანგმა თავდამსხმელმა რონალდოს პასის შემდეგ გაიტანა.
ფრანგი მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, თანაც მადრიდელებმა საკუთარი კარის მშრალად შენახვა შეძლეს.
''რეალი'' 40 ქულით მე-3 ადგილზეა. მეორე ადგილზე მყოფ ''ატლეტიკოს'' 41, ხოლო ლიდერ ''ბარსელონას'' 42 ქულა აქვს