ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი მზია ჯუღელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალის მედეა (მზია) ჯუღელის გარდაცვალების გამო. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ტანვარჯიშის, ზოგადად სპორტის მიღწევებსა და პოპულარიზაციაში, ვინც პირველთაგანმა გაკვალა გზა ქართველ სპორტსმენ ქალთა წარმატებებისკენ.

ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ქალბატონი მედეას ოჯახსა და ახლობლებს“.  - ვკითხულობთ გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში. მზია ჯუღელს 10 იანვარს, 14:00 საათზე, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2021 მარტი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ