ყველა სპორტული სიახლე

ევროპის ჩემპიონატი: სერბეთის დამაჯერებელი გამარჯვება ხორვატიასთან

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაიწყო წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 23 იანვრამდე გაგრძელდება. “კომბანკ არენაზე”, რომელიც თორმეტიათას გულშემატკივარს იტევს 10 იანვარს A და B ჯგუფის მატჩები გაიმართა. (იხილეთ სრული სტატისტიკა)

ცენტრალურ შეხვედრაში მასპინძელმა სერბეთმა, რომელიც ევროპირველობის უპირველესი ფავორიტია ხორვატია დამაჯერებლად 13:6 დაამარცხა. არადა, ხორვატებს სერიოზული ნაკრები ჰყავთ და მედლებისთვის ბრძოლას აპირებენ. ცხადია, ჯერ ყველაფერი წინ არის, გასაკვირი მხოლოდ ხორვატიის ასეთი ანგარიშით მარცხია.

2015 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სერბეთმა სწორედ ხორვატიას მოუგო. საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 იანვარს ჩაატარებს და რუმინეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი გადმოსცემს.

დღეს ბელგრადში ჩვენი თამაშის გარდა 3 მატჩი შედგება. C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის გერმანია იტალიას (21:15 საათი) ეთამაშება. D ჯგუფში რუსეთი-თურქეთს (18:15), ხოლო ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთი ფავორიტი უნგრეთი საბერძნეთს გაეჯიბრება (23:05).

A ჯგუფი ესპანეთი – სლოვაკეთი 13:4 (4:0, 6:2, 2:1, 1:1) მონტენეგრო – ჰოლანდია 13:6 (5:0, 3:1, 3:2, 2:3)

B ჯგუფი საფრანგეთი – მალტა 17:7 (3:0, 7:3, 5:1, 2:2) სერბეთი – ხორვატია 13:6 (3:1, 4:2, 5:1, 1:2)

 

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ