ყველა სპორტული სიახლე

სამტრედიამ დილა გაანადგურა, სიონი კვლავ დაუმარცხებელია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში გათამაშების ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა, გორის ''დილამ'' სტუმრად ''სამტრედიასთან'' 0:5 წააგო. გია ცეცაძის გუნდიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ, ნიკა სანდოხაძემ და ირაკლი სიხარულიძემ გამოიჩინეს, დუბლის შესრულება კი ავთო ენდელაძემ შეძლო. 7 ტურის შემდეგ ''სამტრედია'' 16 ქულით მესამე პოზიციაზეა, დილა კი ასევე 16 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. 3 ოქტომბერი. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი სამტრედია – დილა 5:0 (3:0)

სამტრედია : მეშველიანი, სანდოხაძე, ცნობილაძე, შერგელაშვილი, მთივლიშვილი(იოსელიანი 81), რაჟამაშვილი, ენდელაძე, დათუნაიშვილი, ჯიქია, სიხარულიძე, ზივზივაძე

მთავარი მწვრთნელი : გია ცეცაძე დილა : შევჩენკო, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი, კვახაძე, ღონღაძე, ნონიკაშვილი, გვალია, ფალავანდიშვილი, ერისთავი, მარცვალაძე, მოდებაძე. მთავარი მწვრთნელი : უჩა სოსიაშვილი გოლები: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (11), 2:0 ნიკა სანდოხაძე (42), 3:0, 4:0 ავთო ენდელაძე (45, 57), 5:0 ირაკლი სიხარულიძე (77)

გაფრთხილება : ერისთავი (38), მთივლიშვილი (39), ნავალოვსკი (51)

მთავარი მსაჯი : ა.ბასლეჰლო

ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო ''ცხინვალმა''. კახა კაჭარავას გუნდმა გუშინ ფოთის ''კოლხეთს'' უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. ანგარიში მე-10 წუთზე მაისაშვილმა გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში კი თავი ლობჯანიძემ გამოიჩინა და ''ცხინვალში'' სადებიუტი გოლი გაიტანა. ლობჯანიძის გოლიდან 4 წუთში მახარობლიძემ ანგარიში სამამდე გაზარდა. 78-ე და 86-ე წუთებზე კი დუბლი ნიკა კაჭარავამ შეასრულა და 7 ტურში 8 გატანილი გოლით ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. ''ცხინვალი'' 15 ქულით მე-5 ადგილზეა, ''კოლხეთი'' კი 4 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

3 ოქტომბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი ცხინვალი – კოლხეთი (ფოთი) 5:1 (1:0)

გოლები: 1:0 დავით მაისაშვილი (10), 2:0 ზვიად ლობჯანიძე (48), 3:0 ბიძინა მახარობლიძე (52), 3:1 ომარ გოგონაია (72), 4:1, 5:1 ნიკა კაჭარავა (78, 86).

პირველი მატჩი მოიგო თერჯოლის ''საპოვნელამ''. იმერლებმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ''ლოკომოტივი'' მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ანგარიში 30-ე წუთზე ხიდეშელმა გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ''საპოვნელამ'' ანგარიში გაათანაბრა. გოლი ბუხაიძის ანგარიშზეა. თერჯოლელებს გამარჯვება 89-ე წუთზე ტყეშელაშვილმა მოუტანა. ''საპოვნელა'' 7 ტურის შემდეგ 5 ქულით მე-12 პოზიციაზეა, ''ლოკომოტივს'' კი 4 ქულა აქვს და მე-13 ადგილს იკავებს.

გოლები : 1:0 ხიდეშელი (30), 1:1 ბუხაიძე (45), 2:1 ტყეშელაშვილი (89)

ზედიზედ მეორე მატჩი წააგო ქუთაისის ''ტორპედომ''. გიორგი დარასელიას გაწვრთნილები დღეს სტუმრად ჩიხურას დაუპირისპირდნენ და 3:0 წააგეს. ანგარიში მე-40 წუთზე ჩიხურას ფორვარდმა ლაშა კუჭუხიძემ გახსნა. 57-ე წუთზე კუჭუხიძემ დუბლი შეასრულა, მატჩის ბოლო წუთზე კი საბოლოო ანგარიში სარდალიშვილმა დააფიქსირა. მე-80 წუთზე ''ტორპედოს'' შემტევი, ლაშა შინდაგორიძე მოდნიდან გააძევეს. ჩიხურას 13 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა, დარასელიას გუნდი კი 8 ქულით მე-10 ადგილზეა.

გოლები : 1:0, 2:0 კუჭუხიძე (40, 57), 3:0 სარდალიშვილი (90)

წაუგებელ სერიას აგრძელებს ბოლნისის ''სიონი'', რომელმაც დღეს საკუთარ მოედანზე მარტვილის ''მერანი'' დაამარცხა. ვარლამ კილასონიას ფეხბურთელებმა მარტვილელები 3:0 დაამარცხეს. მატჩის გმირი კი დიმიტრი ტატანაშვილი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მესამე გოლი ბოლნისელთა შემადგებლობაში ჯაბა უგულავამ გაიტანა. ''სიონმა'' 7 ტურში 17 ქულა დააგროვა და მიმდინარე ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც წაგება არ აქვს. მარტვილელები 3 ქულით მე-15 პოზიციას იკავებენ.

გოლები : 1:0, 2:0 ტატანაშვილი (15, 29), 3:0 უგულავა (89)

ზედიზედ მეორე მატჩი წააგო თბილისის ''საბურთალომ''. გიორგი ჭიაბრიშვილის ფეხბურთელები სტუმრად ქობულეთის ''შუქურასთან'' მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ჩელებაძემ 68-ე წუთზე გაიტანა. ''საბურთალოს'' და ''შუქურას'' თანაბარი ქულები აქვთ და ბურთების უკეთესო სხვაობით ''შუქურა'' 7 პოზიციაზეა, თბილისელები კი მე-8 ადგილს იკავებენ.

გოლი: 1:0 ჩელებაძე (68) ლანჩხუთის ''გურიისა'' და ''ზუგდიდის'' მატჩი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო 10 ოქტომბრისთვის გადაიდო. მატჩის გადადების მიზეზი, რამდენიმე დღის წინ ''გურიის'' მეკარის, მიხეილ გოგუაძის ტრაგიკულად დაღუპვა გახდა. ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტური სანაკრები პაუზის შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.

 

1.დინამო თბ 7 6 0 1 20 5 18
2.სიონი 7 5 2 0 11 3 17
3.სამტრედია 7 5 1 1 22 10 16
4.დილა 7 5 1 1 11 6 16
5.ცხინვალი 7 5 0 2 20 12 15
6.ჩიხურა 7 4 1 2 12 4 13
7.შუქურა 7 3 1 3 7 6 10
8.საბურთალო 7 3 1 3 8 11 10
9.დინამო ბთ 7 2 3 2 12 7 9
10.ტორპედო 7 2 2 3 8 10 8
11.გურია 6 1 2 3 5 8 5
12.საპოვნელა 7 1 2 4 4 15 5
13.ლოკომოტივი 7 1 1 5 7 11 4
14.კოლხეთი ფ 7 1 1 5 2 11 4
15.მერანი 7 1 0 6 5 21 3
16.ზუგდიდი 6 0 2 4 7 21 2
 

8 - ნიკა კაჭარავა („ცხინვალი“). 6 – გიორგი ბერიაშვილი („დინამო“ ბთ.), ირაკლი სიხარულიძე („სამტრედია“). 5 – გიორგი ქვილითაია („დინამო“ თბ.), ირაკლი მოდებაძე („დილა“). 4 – ჯაბა ჯიღაური („დინამო“ თბ.), ოთარ მარცვალაძე („დილა“), თორნიკე მუმლაძე („ჩიხურა“),ბუდუ ზივძივაძე („სამტრედია“),ავთო ენდელაძე („სამტრედია“). 3 – ირაკლი ლექვთაძე („ცხინვალი“), თენგიზ წიქარიძე („შუქურა“), მათე ცინცაძე („დინამო“ თბ.).

ფეხბურთი, პარასპორტი, ვიდეო, ინტერვიუ,

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ