ყველა სპორტული სიახლე

წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან 6:12 დამარცხდა

წყალბურთელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა და რუმინეთის ნაკრებთან 6:12 დამარცხდა. იოვან პოპოვიჩის გუნდი მეტოქეს თანაბრად მხოლოდ პირველი ტაიმი ეთამაშა - 4:4. მეორე ნახევარში რუმინეთმა უპირატესობა მოიპოვა, რაც ძირითადად მათი ლიდერის და კაპიტნის ალექსანდ რადუს დამსახურება იყო. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე რადუ მსოფლიოსში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. რადუმ ჩვენი მოთამაშეები მსაჯებს რამდენჯერმე გააძევებინა და თანაგუნდელებს თავისუფალი პოზიციიდან შედეგიანი დარტყმის საშუალება მისცა. 2014 წელს ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც რუმინეთთან მარცხი რადუს კარგმა თამაშმა განაპირობა.

რუმინეთის კაპიტანს ერთი შეხედვით ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს, რაც თავის გუნდს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 13 ივნისს, თბილისის დროით 12:30 საათზე ჩაატარებს. მეტოქედ გერმანია ეყოლება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ 4 ლეგიონერით გაძლიერდა.

საქართველოს - რუმინეთი 6:12 მეკარეები: ივან სტრუიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე; ბექა ქავთარაძე, დამირ ცრეპულია (2 გოლი), მარკო ელეზი (1), ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, გიორგი ხვედელიანი, მიხეილ ბაღათურია (2), ზურაბ რურუა (1) (კაპ), კოტე გეგელაშვილი, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი.

მწვრთნელები: იოვან პოპოვიჩი; ვლადიმერ ისელიძე

13 იანვარი საქართველო - გერმანია 12:30 საათი 15 იანვარი საქართველო - იტალია 20:15 საათი

nakrebi-2

elacha

zuka

tsrepulia-2

თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები ბელგრადიდან

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ