ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა.

''ბარსელონას'' ვარსკვლავმა საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა, რაც უნიკალური შედეგია.

დაჯილდოება შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 11 იანვარს გაიმართა.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოსაპოვებლად არგენტინელი ვარსკვლავის გარდა მადრიდის "რეალის" ლიდერი კრიშტიანუ რონლდო და ''ბარსელონას'' ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი იბრძოდნენ.

პორტუგალიელ ვარსკვლავს ოქროს ბურთის მოგების შანსი მეოთხედ ჰქონდა, ნეიმარს კი პირველად.

მოქმედი ფეხბურთელებიდან მესის შემდეგ ყველაზე მეტჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო სწორედ რონალდოს აქვს მოგებული.

ვეტერანები ფეხბურთელებიდან კი 3-3-ჯერ მსოფლიოს საუკეთესოს ჯილდო მიშელ პლატინიმ, მარკო ვან ბასტენმა და ზინედინ ზიდანმა მოიპოვეს.

მესის პრიზი 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ გადასცა.

33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი აშშ-ის MLS-ის ლიგაში "ორლანდოს" შემადგენლობაში თამაშობს.

2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებაში კაკამ სწორედ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდოს აჯობა.

მესის ტრიუმფი შვეიცარიაში. არგენტინელი მოთამაშე 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

Posted by MySports.Ge on Monday, 11 January 2016

ფეხბურთი, ინტერვიუ, ევროპა, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ