
ზაზა ფაჩულიას სეზონის მე-20 ორმაგი დუბლი ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდთან“ (ვიდეო)
ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-20 ორმაგი დუბლი მიითვალა. მისმა “დალას მავერიკსმა“ კი აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან - ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდთან“ ოვერტაიმში 107:110 წააგო.
ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 32 წუთი გაატარა, 6-4 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 14 ქულასთან ერთად 12 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ დაჯაბნა კლივლენდელი ცენტრი ტრისტან ტომპსონი, რომელმაც შეხვედრა 2 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა. მასპინძელთა სათადარიგო ცენტრმა - რუსმა ტიმოფეი მოზგოვმა კი 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
“დალასს“ ულიდერა ჩენდლერ პერსონსმა 25 ქულით, 17 ქულით და 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დირკ ნოვიცკიმ, ხოლო დერონ უილიამსმა - 16 ქულა და 10 პასი მიითვალა.
“კლივლენდში“ მოლოდინისამებრ საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო 27 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით, კაირ ირვინმა 22 ქულა და 9 პასი დააგროვა. “დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში 22 მოგებითა და 17 მარცხით მე-5 ადგილზეა. მორიგი მატჩი კი 14 იანვარს “ოკლაჰომასთან“ ელის.