ყველა სპორტული სიახლე

ზურაბ საკანდელიძეს მშობლიურ ქალაქში ბიუსტს დაუდგამენ

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი ქუთაისში დაიდგმება.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიუსტს 14 ოქტომბერს 13:00 საათზე ქუთაისში, სპორტის მუზეუმთან (ქუთაისის თეატრის მიმდებარე ტერიტორია) გახსნიან.

საკანდელიძე რომ მართლაც ლეგენდარული კალათბურთელი იყო, მის მიერ მოპოვებული ტიტულები მეტყველებს:

1972 წელს მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს ჩემპიონი (1967 წელს) და ბრინჯაოს პრიზიორი (1970 წელს), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965196719691971 წლებში) და მესამე ბრინჯაოს პრიზიორი (1973 წელს), სსრკ თასის მფლობელი (1969 წელს), 1964 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი, 1975 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი.   ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (1967 წელს), მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების წევრი (1967 წელს), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967 წელს), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.

საკანდელიძე ყველაზე ტიტულიანი ქართველი კალათბურთელია. ის 2004 წელს 59 წლის ასაკში თბილისში გარდაიცვალა.

ფეხბურთი, კალათბურთი, ინტერვიუ, საქართველო, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ