ყველა სპორტული სიახლე

არველაძემ მესამედ წააგო, კვირტიამ აზალს მოაგებინა

თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ტრაბზონსფორმა“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო. ამჯერად, ტრაბზონელები სახლში „ქონიასფორთან“ 1:2 დამარცხდნენ. „ტრაბზონსფორი“ 10 ქულით 18 გუნდში მე-8 პოზიციაზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ბაქოს აზალ-მა პირველი მატჩი ქართველი ნახევარმცველის ნუგზარ კვირტიას წყალობით მოიგო. ბაქოელებმა „რევანი“ მიიღეს და კვირტიამ მეტოქის კარი მე-7 წუთზე აიღო. მან მატჩი შეუცვლელად ითამაშა, ისევე როგორც აზალ-ის კიდევ ერთმა ქართველმა შუახაზელმა სანდო გურულმა. აზალ-ი 4 ქულით 10 გუნდში მეცხრეა.

ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 32-ე ტურში, ტალინის „ფლორამ“ სახლში „პიარნუს“ 4:0 აჯობეს, მაგრამ ზაქარია ბეგლარიშვილმა თანაგუნდელების წარმატებას თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. „ფლორა“ 10-გუნდიან ჩემპიონატს 75 ქულით ლიდერობს.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში, „პარიზი“ გასვლაზე „ოსერთან“ 0:2 დამარცხდა. სტუმართა სამატჩო განაცხადში მარცხენა მცველი ამირან სანაია კვლავ არ იყო. პარიზელები 11 ქულით 20 გუნდში მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან.

ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 24-ე ტურში, რიგის „სკონტომ“, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის შინ „მეტტას“ 3:1 აჯობა. უკრაინის მოქალაქ მცველი ლევან მახარაძე კვლავ ტრავმირებული და რიგელთა 18-კაციან შემადგენლობაში არ იყო. „სკონტო“ 39 ქულით 8 გუნდში მეორეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) მე-11 ტურში, პოგონის „შჩეცინი“ ხოჟუვის „რუხს“ ეწვია და 2:0 სძლია. თავდამსხმელ ლადო დვალიშვილს, რომელმაც წინა ტურში ტრავმა მიიღო გამარჯვებულებში არ უთამაშია. „პოგონი“ 21 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.

პირველი ლიგის მე-11 ტურში, „შუვალკიმ“ გასვლაზე „ლეგნიცასთან“ ქულა აიღო - 0:0. ნახევარმცველმა დავიდ მაკარაძემ სტუმრებში 90 წუთი იასპარეზა. „შუვალკი“ 12 ქულით 18 გუნდში მეთექვსმეტეა.

ბიდგოშის „ზავიშამ“ „ჰოინიცეს“ მისსავე მოედანზე 2:0 აჯობა. თავდამსხმელი გიორგი ალავერდაშვილი გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. „ზავიშა“ პირველი ლიგას 21 ქულით ლიდერობს.

რუსეთის პრემიერლიგაში მეკარე გიორგი ლორიას დებიუტი კვლავ გადაიდო. სამარას „კრილია სოვეტოვი“ ეკატერინბურგში ადგილობრივ „ურალს“ დაუზავდა (1:1), ხოლო ქართველი მეკარე სათადარიგო იყო. „კრილია სოვეტოვი“ 15 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.

გერმანიის მე-3 ლიგის მე-12 ტურში, ბრემენის „ვერდერი II”-მა „მაინცი II”-ს 2:1 აჯობა. შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ისევ ტრავმირებულია და ბრემენელებს ვერ ეხმარება. „ვერდერი II” 9 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრამეტეა.

ლატვიის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 30-ე ტურში, „თრაკაიმ“ სახლში „სუდუვას“ 2:0 აჯობა. მცველი ნიკა აფაქიძე მასპინძლების თადარიგში იჯდა, მაგრამ არ უთამაშია. „თრაკაი“ 72 ქულით 10 გუნდში მეორეა.

ნორვეგიის ტიპელიგენის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, „სტაბეკი“ „მიონდალენს“ ეწვია და 4:1 გაიმარჯვა. ნახევარმცველი გიორგი გოროზია გამარჯვებულთა სამატჩო განაცხადში მოხვდა, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. „სტაბეკი“ 53 ქულით 16 გუნდში მეორეა.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის (უმაღლესი ლიგა) „მიხალოვცემ“ ტრენჩინში ამავე დასახელების კლუბთან 0:2 წააგო. ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ დამარცხებულებში 90 წუთი იასპარეზა. „მიხალოვცეს“ 7 ქულა აქვს და 12 გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.

ფეხბურთი, კალათბურთი, პარასპორტი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ