ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს პრეზიდენტი,თავდაცვის მინისტრი და "ნიჭიერი" ამერიკულ შოუში - წამყვანების ბოდიში ფაჩულიას გულშემატკივრებს (ვიდეო)

ამერიკულ სპორტულ ტოქშოუ Starters-ში ოლ სტარის და მისი შედეგების შესახებ ისაუბრეს. წამყვანები საქართველოს ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას თემასაც შეეხნენ და გაკვირვება გამოთქვეს, რომ ფაჩულია 13 წლიანი კარიერის განმავლობაში არასდროს ყოფილა ასე ახლოს ყველა ვარსკვლავის მატჩში თამაშთან.

"ჩვენ არ გვინდა ფაჩულია All Star-ში დემარკუს ქაზინსზე წინ. ეს სიგიჟეა, ეს დემარკუს ქაზინსია, რომელიც ლიგაში საუკეთესოა. არ ვიცი, როგორ მოხვდა ფაჩულია მასზე წინ", - თქვა გადაცემის მსვლელობისას წამყვანმა. შემდეგ მეორე წამყვანმა ირონიულად იკითხა "საერთოდ რამდენია საქართველოს მოსახლეობა?!".

ამ გადაცემას გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა და Starters-ის წამყვანებს ფაჩულიაზე და საქართველოზე ხუმრობის გამო ბოდიშის მოხდა მოუწიათ. მათ მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზეს და აღნიშნეს, რომ ზაზას მხარს მთელი საქართველო უჭერს. საინტერესოა, რომ ბოლოს გადაცემის წამყვანებმა საქართველოს პრეზიდენტის, თავდაცვის მინისტრისა და რუსთავი 2-ის პროექტ “ნიჭიერის“ მხარდაჭერაზე მაინც იხუმრეს.

ამერიკული სატელევიზიო შოუს ბოდიში საქართველოს.

Posted by MySports.Ge on 2016 წლის 13 იანვარი, ოთხშაბათი

კალათბურთი, პარასპორტი, საქართველო, კარატე

არქივის კალენდარი

2021 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ