ყველა სპორტული სიახლე

ჰონდა ''ევერტონისა'' და ''ტოტენჰემის'' სამიზნეა

იტალიური პრესის ცნობით ''ევერტონსა'' და ''ტოტენჰემს'' კეისუკი ჰონდას შეძენა სურთ. იაპონელის შეძენით ასევე დაინტერესებულია ''ვალენსია''.

შეგახსენებთ, 2013 წელს ჰონდა მოსკოვის ცსკ-დან ''მილანში'' გადავიდა. ჰონდამ გასული სეზონის სერია ა-ში 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ''ვენლოს'' ყოფილი ფეხბურთელი 2009 წლიდან იაპონიის ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს.

ფეხბურთი, რაგბი, ზამთრის სახეობები, ინტერვიუ, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2020 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ