ყველა სპორტული სიახლე

ქართველი მსაჯი ევროპის ჩემპიონატზე

ბელგრადში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება. საქართველოს ნაკრები დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს იტალიის ნაკრებთან ჩაატარებს. თამაში თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 არხი გადმოსცემს.

სასიხარულოა, რომ ევროპირველობაზე ქართველი მსაჯი - საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ირაკლი კიკალიშვილიც არის მიწვეული. კიკალიშვილი 2014 წელს ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე შეხვედრას გაუძღვა და ასე იქნება ბელგრადშიც.

ქართველმა არბიტრმა თურქ კოლეგასთან ერთად იმსაჯა სერბეთი მალტის შეხვედრა, რომელიც მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს. ასევე, გაუძღვა ქალთა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრას, რომელიც ბელგრადში ვაჟთა შეჯიბრის პარალელურად მიმდინარეობს. კიკალიშვილმა პორტუგალიელ ლუის სანტოსთან ერთად სერბეთი - გერმანიის მატჩი განსაჯა.

სერბეტი

 

მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ